четверг, 5 мая 2011 г.


პროექტის  სახელწოდება: ოჯახში  მოხმარებული  ელექტრული  ენერგია.
პროექტის  მთავარი  იდეა: ოჯახში  მოხმარებული სხვადასხვა  სახის  ენერგიის  ღირებულების  დადგენა. ენერგიებს  შორის  პრიორიტეტულის  განსაზღვრა (ეკონომიკური  თვალსაზრისით), ენერგიის დაზოგვის გზების  განსაზღვრა.
მიზანი:ოჯახში  მოხმარებული  ენერგიის  დაზოგვის   გზების ძიება.
მონაწილეთა ასაკი:14–15წელი.
ვადები/ხანგრძლივობები:1თვე
მასალები და ტექნიკური რესურსები: ოჯახში არსებული ელექტროხელსაწყოები,ელექტრომრიცხველი,საათი, სახელმძღვანელო.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს დავავალებ განსაზღვრონ ოჯახში თვის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის ღირებულება.ამისათვის თითოეული მოსწავლე განსაზღვრავს ოჯახში არსებული ელექტროხელსაწყოები დღე–ღამეში რამდენ საათს მუშაობენ და რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ ,შესაბამისად განსაზღვრავენ მათ ღირებულებას.საბოლოოდ შეაჯამებენ თვეში მოხმარებულ ელექტროენერგიას და ღირებულებას.მიღებული შედეგების სისწორეს შეამოწმებენ ელექტრომრიცხველის საშუალებით.მონაცემებს წარმოადგენენ სვეტოვანი დიაგრამის და ცხრილის სახით.მათი ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებენ ელექტრო ენერგიის დაზოგვის  გზებს და მიხვდებიან რა ეკონომიას მისცემს ეს მათ ოჯახს.
პროექტის ხელმძღვანელი: ირინა ჭანტურიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  IRINA.CHANTURIDZE@GMAIL.COM